|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
დენტალ ლაინი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ ლაინი" დადიანის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №49, გადასასვლელ ხიდთან, მეტრო სადგურის მოედანთან;
** ანაზღაურება: 1500 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-20:00; შაბათი: 09:30-18:00.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და მომსახურება;
** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
** პაციენტების ვიზიტებისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია;
** კლინიკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მონაცემების პროგრამაში სწორად ასახვა;
** დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@dentalline.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია ადმინისტრატორის პოზიციაზე, დადიანის ფილიალი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 350 820
|
|
|
|