Робота для біженців з України
ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Airlines Travel
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"აირლაინს თრეველი" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:30-18:00 სთ.
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: 800 ლარი
** სტაჟირება: არაანაზღაურებადი

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა, ორგანიზება და კალკულაცია;
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია (როგორც ოფისში, ისე დისტანციურად), ტურისტული პაკეტებისა და მიმართულებების შეთავაზება;
** სასტუმროების, ტრანსფერისა და ავიაბილეთების ჯავშნების დამუშავება;
** პარტნიორ კომპანიებთან და უცხოელ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ინგლისური ენის სავალდებულო ცოდნა (თავისუფლად კომუნიკაციის დონეზე);
** გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგული მიდგომა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: vernin77@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე