Робота для біженців з України
თურქულენოვანი თამაშის წამყვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თურქულენოვანი თამაშის წამყვანი
მომწოდებელი: Evolution
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"Evolution Georgia" - შვედური კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი სერვისის მიმწოდებელია ლაივ თამაშების ინდუსტრიაში, აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი თამაშის წამყვანის პოზიციაზე.

თუ გსურს სამუშაო მოქნილი გრაფიკითა და განვითარების პერსპექტივით, ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაოს აღწერა:

** კამერის წინ თამაშის წარდგენა თურქულ ენაზე
** თამაშის პროცესის მართვა
** მომხმარებლისთვის დადებითი და ენერგიული გარემოს შექმნა
** პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას, რადგან კომპანია უზრუნველყოფს ანაზღაურებად ტრენინგებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თურქული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (A2-დან)
** კომუნიკაციის უნარი
** აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 960 ლარიდან 1900 ლარამდე + (მოქმედებს საბონუსე სისტემა)
** პირველი სამი თვის განმავლობაში გამარტივებული საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია სწავლასთან ან სხვა სამსახურთან შეთავსება)
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ინგლისური ენის კურსები
** სრულად აღჭურვილი უფასო სპორტდარბაზი (იოგასა და ზუმბას კლასები) და FitPass
** სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://careers.evolution.com/georgia/turkish-speaking-gp/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე