Робота для біженців з України
პრისეილ კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილ კონსულტანტი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პრისეილ კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში მომხმარებელთა მომსახურება: შოურუმში მოსული მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა და ოპტიმალური მოდელების შერჩევა;
** სატელეფონო კონსულტირება: შემომავალ ზარებზე ოპერატიული რეაგირება, მომხმარებლისთვის კვალიფიციური ტექნიკური რჩევის მიცემა და მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა;
** ელექტრონული მოთხოვნების დამუშავება: ელ-ფოსტაზე შემოსული განაცხადების ანალიზი, შესაბამისი პროდუქციის (ან ალტერნატიული მოდელების) შერჩევა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაგზავნა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა: გაყიდვების მენეჯერების დახმარება პროდუქციის შერჩევაში, ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებასა და მოდელების შედარებაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული ტექნიკური განათლება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროდუქციის შემსწავლელი შიდა ტრენინგები;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42 — "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება — "პრისეილ კონსულტანტი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე