Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "Gold Way Group" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

https://goldway.com.ge/
https://www.facebook.com/goldwayco

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული კოორდინაცია;
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება;
** გადაზიდვების ოპტიმალური მარშრუტებისა და ტარიფების მოძიება, შეთავაზებების მომზადება;
** საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და კონტროლი;
** ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი დატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე;
** საბაჟო ბროკერებთან, ტერმინალებთან და აგენტებთან კოორდინაცია;
** ოპერაციული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა;
** დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება;
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** გადაზიდვების პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
** Incoterms-ისა და საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი წესების ცოდნა;
** უცხოელ პარტნიორებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე: https://buildsmart.ge/job-apply/logistikis-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან შემდეგ ელმისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე