|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
La Gamba
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
პიცერია "ლა გამბა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
Instagram: https://www.instagram.com/lagamba.tbilisi
სამუშაო გრაფიკი: "ლა გამბა" მუშაობს ყოველდღე 12:00-დან 00:00-მდე. დილის ცვლაა 12:00-18:00, საღამოს ცვლა - 18:00-00:00. სტანდარტული ცვლის ხანგრძლივობა 6 საათია.
ანაზღაურება:
ერთი 6-საათიანი ცვლის ანაზღაურება - 55 ლარია ხელზე. თვიური ხელფასი დამოკიდებულია ნამუშევარი ცვლების რაოდენობაზე და 900-დან 1, 400 ლარამდე მერყეობს. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ.
დამატებითი პირობები:
** ერთჯერადი უფასო კვება ცვლის მანძილზე;
** საღამოს ცვლის დასრულების შემდეგ ტაქსით მგზავრობის დაფინანსება.
მოვალეობები:
** ნეაპოლიტანური პიცის გამოცხობა;
** პიცისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა.
პიროვნული უნარები:
** დატვირთვის დროს მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
გამოცდილება:
სასურველია პიცის მცხობლად მუშაობის გამოცდილება. შერჩეული კანდიდატი გაივლის 5-დღიან გადამზადებას.
სამუშაო ადგილი:
პეტრიაშვილის ქ. 1, ღვინის ქარხანა N1: https://maps.app.goo.gl/k5pnizrctiZj5Ff56
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: gambatbilisi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|