|
დასახელება:
ბუღალტრის ასისტენტი / ფინანსური ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის / ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საბანკო გადარიცხვების მომზადება და შესრულება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრულ პროგრამა "ორისში" მუშაობა და ოპერაციების ასახვა;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვაში მონაწილეობა;
** შემოსავლების სამსახურის (RS.ge) ელექტრონულ პორტალზე მუშაობა;
** მომწოდებლებთან და დამკვეთებთან ანგარიშსწორების კონტროლი;
** მიმდინარე ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამა "ორისის" ცოდნა;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** საბანკო გადარიცხვებთან და RS.ge პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელსაც აქვს აღნიშნულ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია დაკისრებული მოვალეობების დამოუკიდებლად შესრულება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა (სასურველია ცხოვრობდეს ახლოს);
** სამუშაო გრაფიკი: 10-6;
** ანაზღაურება: 1500 ხელზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: salomeletodiani@gmail.com
|
|
|
|