Робота для біженців з України
პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: გრადა
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
"გრადა" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სამშენებლო პროექტების მართვის პროცესში და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას ჩვენს გუნდთან ერთად.

დასაქმების ტიპი: ანაზღაურებადი სტაჟირება (სრული განაკვეთი) დასაქმების პერსპექტივით
ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (შაბათ-კვირას დასვენება)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

სამშენებლო პროექტის დაგეგმვა და შესრულება:

** პროექტის შინაარსის, მისაღები შედეგებისა და პროექტის აქტივობებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრასა და დოკუმენტირებაში მონაწილეობა.
** პროექტის გრაფიკების შემუშავებაში, წარმოებასა და მონიტორინგში, მათ შორის კრიტიკული გზის იდენტიფიცირებასა და მართვაში მონაწილეობა.
** პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად დეტალური სამოქმედო გეგმების, საკვანძო ეტაპებისა და ვადების განსაზღვრაში მონაწილეობა.

რესურსებისა და ბიუჯეტის მართვა:

** პროექტის რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაგეგმვაში, განაწილებასა და მონიტორინგში მონაწილეობა.
** პროექტის ბიუჯეტების კონტროლში, ხარჯების ცვლილებების მართვაში, ზუსტი ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის კონტროლში მონაწილეობა.

ხარისხისა და რისკების მართვა:

** პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხარისხის სტანდარტების დადგენაში, დანერგვასა და შენარჩუნებაში მონაწილეობა.
** პროექტის შესრულების მონიტორინგში, საბაზისო გეგმიდან გადახრების იდენტიფიცირებასა და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებაში მონაწილეობა.
** პროექტის რისკების იდენტიფიცირებაში, შეფასებასა და მართვაში, პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა.
** მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში დაფიქსირებული ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება და შემდგომი გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

განათლება:

** ბაკალავრის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

ენები:

** ქართული — მშობლიური (C2).
** ინგლისური — საშუალოზე მაღალი (B2) ან უფრო მაღალი დონე.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

ტექნიკური უნარები: პროექტების მართვის პროგრამების (როგორიცაა Excel, Microsoft Project და AutoCAD) მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი კომპეტენციები:

** კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები.
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
** სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
** პროაქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანობა.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: nrekhviashvili@grada.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე