ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: რესტორანი Panorama
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
საერთაშორისო ქსელის მქონე ბრენდულ სარესტორნო კომპლექსში, რესტორანი "PANORAMA" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ქ.ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის ხარჯების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
** საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
** პროდუქციის შესყიდვების, ფასებისა და დანახარჯების კონტროლი;
** სასაწყობე ნაშთებისა და პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
** ფაქტობრივი და თეორიული თვითღირებულების შედარება და ანალიზი;
** პროდუქციის კალკულაციების შემუშავება, გადამოწმება და პერიოდული განახლება შეფ-მზარეულებთან და საკვებისა და სასმელების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით;
** პროდუქციის ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი;
** ყოველთვიური ანგარიშგების (Report) მომზადება და ანალიზი;
** ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემცირების გზების გამოვლენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენის (ინგლისური ან სხვა) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** 1C, StoreHouse და R-Keeper პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** Excel-ის ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** უზრუნველვყოფთ კვებას;
** გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** გექნებათ დამატებითი ბენეფიტები;
** გახდებით საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროფესიული გუნდის წევრი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sberaia@orbi.net სათაურის ველში მიუთითეთ: "PANORAMA - Cost Controller"

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 11 17 15.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე