Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: დომუს კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ობიექტებზე საჭირო ინვენტარისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრადა კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და პროცედურების დაცვის მონიტორინგი;
** ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირების ჩატარება დადგენილი პროგრამებისა და ჩეკლისტების შესაბამისად;
** გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების აღრიცხვა, უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშგება და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობისა და მოთხოვნების გაცნობა და მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იალბუზის 14 (პროექტი დომუს ავლაბარი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური სპეციალობები. სასურველია HSE სერტიფიკატი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების არსებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა - მოტივირებული;
** პასუხისმგებლობა - შედეგებზე ორიენტირება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 30.11.2026.

გთხოვთ, ელ ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HSE/11.2026".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე