|
დასახელება:
მონიტორინგის თანამშრომელი საკუთარი ავტომობილით
|
| მომწოდებელი:
ტაქსოპარკი ლოტუსი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
ტაქსოპარკი "ლოტოსი" ეძებს პასუხისმგებლობიან და დაკვირვებულ თანამშრომელს, რომელიც თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილებით, გააკონტროლებს მძღოლების მუშაობას, მომსახურების სტანდარტების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში მივა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ქალაქში გასვლები და მძღოლების მუშაობის ადგილზე მონიტორინგი;
** დისპეტჩერებთან კოორდინაციით მძღოლების სამუშაო გრაფიკის, ხაზზე ყოფნისა და ფაქტობრივი მუშაობის შემოწმება;
** ავტომობილების სისუფთავის, სალონის მოწესრიგებისა და მძღოლების გარეგნული იერსახის კონტროლი;
** მომსახურების წესების, მათ შორის Business კლასის ჩაცმულობისა და მგზავრთან ურთიერთობის სტანდარტების შესრულების შემოწმება;
** ავტომობილების ძარის, სალონისა და საბურავების ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება, დაზიანებებისა და პრობლემების დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მისვლა, მძღოლის მხარდაჭერა, გარემოებებისა და დაზიანებების ფოტო/ვიდეოფიქსაცია;
** ავტოსაგზაო შემთხვევისას დისპეტჩერთან, ხელმძღვანელობასა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
** გამოვლენილი დარღვევებისა და პრობლემების შესახებ ყოველდღიური მოკლე ანგარიშის მომზადება.
მოთხოვნები:
** საკუთარი, ტექნიკურად გამართული ავტომობილი;
** მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
** თბილისის ქუჩებისა და ძირითადი მარშრუტების ცოდნა;
** ავტომობილების ტექნიკურ საკითხებში საბაზისო ცოდნა;
** მობილურ აპლიკაციებთან მუშაობისა და ფოტო/ვიდეომასალის გაგზავნის უნარი;
** დაკვირვებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მძღოლებთან კორექტული კომუნიკაციისა და დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მოქმედების უნარი;
** დღის, საღამოსა და ღამის ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
** მსგავს პოზიციაზე ან ტაქსოპარკში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი — 10-საათიანი სამუშაო ცვლები;
** მონაცვლეობით დღის, საღამოსა და ღამის გასვლები;
** ზუსტი საათები და დასვენების გრაფიკი დაზუსტდება გასაუბრებაზე;
** ანაზღაურება — 2000 ლარი;
** საწვავს უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: busness-support@ltdlottus.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: "მონიტორინგის თანამშრომელი".
|
|
|
|