|
დასახელება:
გაყიდვების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
აპექს დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "APEX Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე;
შაბათი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე,
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა (კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
პოზიციის მიზანი:
გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდა, კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და კომერციული პროცესების მართვა
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ახალი სამიზნე სეგმენტებისა და გაყიდვების არხების განვითარება;
** ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების მომზადება, შესრულების მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** გაყიდვების გუნდის მართვა, მიზნების განსაზღვრა და შედეგების შეფასება;
** უძრავი ქონების პორტფელის კომერციული მართვა, საფასო და ფასდაკლებების პოლიტიკის განსაზღვრა და დებიტორული დავალიანებების დაფარვის მონიტორინგი;
** უძრავი ქონების ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნის ანალიზი;
** ახალი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის კონცეფციის, ბინების ტიპოლოგიის, პოზიციონირებისა და საფასო პოლიტიკის შესახებ;
** ხელმძღვანელობისთვის კომერციული შედეგებისა და გეგმების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში კომერციული მიმართულების ან გაყიდვების მართვის გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
მნიშვნელოვანი კომპეტენციები:
** სტრატეგიული ხედვა და კომერციული აზროვნება;
** მოლაპარაკებისა და ურთიერთობების მართვის ძლიერი უნარები;
** მონაცემების ანალიზისა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდის მართვის, პროცესების ორგანიზებისა და სხვადასხვა გუნდს შორის კოორდინაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და შედეგზე ორიენტაცია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|