ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: Lawverse
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
იურიდიული კომპანია "Lawverse" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთელი, სოხუმის ქ. 4-6ა
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. (შესაძლებელია შეთანხმება სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით);
შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით;
გამოსაცდელი ვადა 1 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმისწარმოების პროცესში ჩართულობა
** სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
** ადვოკატის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) ქართულ ენაზე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@lawverse.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 07.12.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე