|
დასახელება:
პროდიუსერი
|
| მომწოდებელი:
ცერემონიი
|
|
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
|
"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტ პროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეოპროექტებამდე.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ ორგანიზებულ პროდიუსერს, რომელიც უხელმძღვანელებს ვიდეო-წარმოების პროექტებს დამკვეთის ბრიფიდან საბოლოო მასალის ჩაბარებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** დამკვეთის ბრიფის მიღება და პროექტის მიზნების, მოცულობისა და შედეგების დაზუსტება.
** ბიუჯეტების, სამუშაო გრაფიკებისა და წარმოების გეგმების შედგენა.
** გუნდის, ლოკაციების, ტექნიკისა და მოწვეული სპეციალისტების კოორდინაცია.
** გადაღების გეგმის, Call Sheet-ისა და პროექტის დოკუმენტაციის მომზადება.
** დამკვეთთან კომუნიკაცია, უკუკავშირის ორგანიზება და ცვლილებების მართვა.
** პროექტის ხარჯების, რისკების, ხარისხისა და ვადების კონტროლი.
** საჭირო ნებართვების, თანხმობებისა და მასალის გამოყენების უფლებების კოორდინაცია.
** პროექტის დახურვა, საბოლოო ფაილების ჩაბარება და დოკუმენტაციის არქივირება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროექტების მართვის ან მედია/კრეატიული წარმოების გამოცდილება.
** ბიუჯეტირების, დაგეგმვისა და რესურსების კოორდინაციის უნარი.
** Google Workspace-ისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა.
** ძლიერი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი და პასუხისმგებლობა.
** რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
** სარეკლამო სააგენტოში ან საპროდიუსერო კომპანიაში გამოცდილება.
** რუსული და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info.ceremonyii@gmail.com და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.
|
|
|
|