Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ევრო ფუდი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"ევროფუდი" გუნდის ორ ახალ წევრს ეძებს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე!

"ევროფუდი" ევროპული სურსათის მაღაზიაა, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საკვებ და სასმელ პროდუქტებს. ჩვენს გუნდში დაგხვდება მეგობრული და საქმიანი გარემო.

შენი ფუნქცია იქნება:

** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** მომხმარებლების მომსახურება და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** მარაგების კონტროლი და პროდუქციის მიღების ორგანიზება;
** სავაჭრო სივრცეში წესრიგისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.

მისამართი - თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა 44
გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე
ანაზღაურება - 1250 ლარი

თუ გსურს, შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: info@eurofood.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე