Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Novator Pharma
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
ფარმაცევტული კომპანია "NOVATOR PHARMA" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო საათები 9-18სთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
** დამატებით აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის სამუშაო პირობების მართვა და უზრუნველყოფა
** კომპანიის დოკუმენტაციის ადმინისტრირება, ელექტრონული კომუნიკაციებისა და კორესპონდენციების მართვა
** ოფისის შესყიდვებისა და საჭირო ნივთებით მომარაგების უზრუნველყოფა
** ოფისის შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება
** კომპანიის ოფიციალური წერილების მიღება და შესაბამის ადრესატთან გადამისამართება
** საფოსტო გზავნილების მიღება-გაგზავნა, ფოსტასთან მუდმივი კომუნიკაცია
** სხვა ორგანიზაციული საკითხები

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი;
** მოწესრიგებული;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნების მქონე;
** დამოუკიდებლად, ისევე როგორც გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: tinatin.bakradze@novatorfarma.com აპლიკანტებს ვთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითონ: "ოფისის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე