Робота для біженців з України
ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორი
მომწოდებელი: ოპტიმალ გრუპ+
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
შპს "ოპტიმალ გრუპ +", A - ტიპის ინსპექტირების ორგანო სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა;
** ზედამხედველობის ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერების წარმოება;
** შეუსაბამობის აქტების შედგენა;
** დაფარული სამუშაოების აქტების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მშენებელ-ინჟინერი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში;
** მშენებელ-ინჟინერი საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების;
** ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი- სრული;
** სავარაუდო ანაზღაურება-2000 NET+.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: optimalgroup.hr@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე