Робота для біженців з України
ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელოსანი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ხელოსანს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** დასრულებული საცხოვრებელი პროექტების შიდა და გარე პერიმეტრზე დაფიქსირებული დაზიანებების და ხარვეზების აღმოფხვრა და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შესრულება
** გადაუდებელ და სასწრაფო საკითხებზე სათანადო რეაგირება
** ჩასატარებელი სამუშაოებისთვის საჭირო სარემონტო მასალების განსაზღვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე