Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
სამშენებლო და სამრეწველო მასალების მწარმოებელი წამყვანი კომპანია "დიო", რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 30 წელია წარმატებით საქმიანობს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (კრეატიული პროექტები და მარკეტინგული ღონისძიებები). კომპანია აერთიანებს 160-მდე თანამშრომელს (წარმოება, ადმინისტრაცია, სამონტაჟო ხაზი) და ფლობს რეგიონულ წარმომადგენლობებს ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

ვეძებთ კრეატიულ, ინიციატივიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ახალი იდეების გენერირება, შეუძლია მათი საინტერესო სარეკლამო პროექტებად გარდაქმნა და განხორციელება. ახალი თანამშრომელი შეუერთდება ჩვენს მარკეტინგის გუნდს, რომელშიც მუშაობენ დიზაინერი და სოციალური მედიის მენეჯერი. გუნდთან ერთად ის მონაწილეობას მიიღებს კრეატიული კონცეფციების შემუშავებაში და პასუხისმგებელი იქნება მარკეტინგული პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.

კომპანია "დიო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dio.selfrecruit.ge/s/FBaID
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე