Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მორელლი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32 (დიდუბე)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი, კვირა — დასვენება
** ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

კომპანიის შესახებ:

Morelli Georgia საქმიანობს კარებისა და კარის ფურნიტურის საბითუმო გაყიდვების სფეროში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის 6-12-თვიანი გამოცდილება მრავალფეროვანი ასორტიმენტის მქონე პროდუქციასთან, განსაკუთრებით სამშენებლო მასალების, კარების, ავეჯის ფურნიტურის, სანტექნიკის ან სათადარიგო ნაწილების მიმართულებით;
** რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე, რათა კანდიდატმა შეძლოს საქონლის კოდებისა და მარკირების გაგება და საჭიროების შემთხვევაში რუსულენოვან კოლეგებთან კომუნიკაცია.
** 1C-ის ან Excel-ის საბაზისო ცოდნა.

განვიხილავთ კანდიდატებს გამოცდილების გარეშეც, თუ მზად არიან, საქონლის ასორტიმენტს სამუშაო ადგილზე გაეცნონ.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.mchedlishvili@morelli.ge და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე