Робота для біженців з України
საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: ნახევარფაბრიკატების საწარმო ძმების
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
"ძმების" ნახევარფაბრიკატების მცირე ზომის საწარმოში გვაქვს ვაკანსია, ვეძებთ ენერგიულ, მონდომებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს.

ადგილზე ვამზადებთ ბლინებს, ხინკლებს, პელმენებს, კატლეტებს და ა.შ სასურველია გქონდეთ გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი, ან იყოთ კარგი დიასახლისი. ადგილზე აუცილებლად შეგასწავლით ყველანაირ დეტალს.

გპირდებით მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

საწარმო მდებარეობს თბილისში, საბურთალოზე, ნუცუბიძის პირველ პლატოზე, საწარმოსთან მოდის როგორც ავტობუსი, ისე მიკრო ავტობუსი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 ან 09:00-17:00
ანაზღაურება: 50-70 ლარი დღეში (დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე)

დაგვიკავშირდით: 598929992 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: dzmebiss@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე