ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: 5LB
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
სპორტული კვების, ვიტამინებისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზიათა ქსელი "5LB" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №24, Axis-ის შენობა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება.
** სამუშაო საათები: 10:00-22:00.
** ანაზღაურება: 60 ლარი თითოეულ სამუშაო ცვლაში + პირადი გაყიდვების 3%.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია და მომსახურება;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის რეალიზაცია და სალაროსთან მუშაობა;
** სავაჭრო სივრცის მოწესრიგება და მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სპორტული კვებისა და დანამატების სფეროში ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პროდუქციის შესწავლა და გადამზადება მოხდება ადგილზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით:

+995 568 954 328
saba_aptsiauri@yahoo.com

შემოგვიერთდი 5LB-ის გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე