Робота для біженців з України
მზარეული - კიკეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ოჯახი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ვაკანსია ოჯახის მზარეულის პოზიციაზე ოჯახში:

ძირითადი მოვალეობები:

** ოჯახის წევრებისთვის ყოველდღიური კერძების მომზადება;
** მრავალფეროვანი და დაბალანსებული მენიუს დაგეგმვა ოჯახის გემოვნებისა და კვებითი საჭიროებების გათვალისწინებით;
** საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადება შეთანხმებული განრიგის შესაბამისად;
** საჭირო პროდუქტების სიის შედგენა და მარაგების კონტროლი;
** პროდუქტების ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი;
** სამზარეულოს, სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისთვის კერძების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ოჯახში პირად მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადების კარგი ცოდნა;
** ჯანსაღი და დაბალანსებული კვების პრინციპების ცოდნა;
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
** მენიუს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და სამზარეულოს ორგანიზების უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტი;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ოჯახის წევრების გემოვნებისა და ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინების უნარი;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: კიკეთი;
** სამუშაო საათები: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და/ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: collierecruitment@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 10 დეკემბრისა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე