Робота для біженців з України
მიმტანი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კაფე გუდაურა
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
კაფე "გუდაურა" ახალ გუდაურში, გონდოლების საბაგიროსთან ახლოს, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მეგობრული და მაღალხარისხიანი მომსახურება;
** მენიუს დეტალურად ცოდნა და სტუმრებისთვის არჩევანის გაკეთებაში დახმარება;
** შეკვეთების მიღება და მათი დროული მიწოდება;
** სამუშაო პროცესში მაგიდების მზაობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო დონეზე);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტული საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი (სრული განაკვეთი / სეზონური);
** ანაზღაურება: 2000 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 10 40 99
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე