Робота для біженців з України
ასისტენტ-პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ-პედაგოგი
მომწოდებელი: მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
Montessori ELC ეძებს მოტივირებულ, შემოქმედებით და პასუხისმგებლიან პედაგოგს ნახევარ განაკვეთზე, რომელიც ჩაატარებს საინტერესო, თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო სესიებს 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ვაკანსია: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე)
ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. ისაკაძის ქუჩა №53
ასაკობრივი ჯგუფი: 3 - 6 წლის ბავშვები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, მინიმუმ 4 საათი, მაქსიმუმ 8 საათი დღეში
ანაზღაურება: ნახევარ განაკვეთზე - 350 ლარიდან; სრულ განაკვეთზე - 750 ლარიდან

ვის ვეძებთ:

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც გულწრფელად იზიარებს მონტეროსორის ღირებულებებს და პატივს სცემს მონტესორის მეთოდისა და ჰუმანურ, ბავშვზე ორიენტირებული განათლების პრინციპებს. გვჯერა, რომ ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ პატივისცემასა და მზრუნველობაზე დაფუძნებულ გარემოში - შინაარსიანი გამოცდილების, თამაშის, კვლევისა და ურთიერთქმედების გზით.

ძირითადი მოვალეობები:

** მონტესორის საგანმანათლებლო გარემოში მუშაობა 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან;
** საინტერესო, სახალისო და ასაკისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** რეალისტური მინიატიურული ფიგურების, სურათებიანი ბარათების, თითების თამაშების (fingerplays), ლექსების, სიმღერებისა და ტრადიციული თამაშების გამოყენება ბავშვების სწავლის პროცესის ხელშესაწყობად;
** სტრუქტურირებული თემატური სასწავლო პროგრამისა და გაკვეთილის გეგმის თანმიმდევრულად დაცვა;
** თითოეული სესიისთვის საჭირო მასალების დამოუკიდებლად მოძიება, შერჩევა და მომზადება;
** აქტივობების ადაპტირება ბავშვების განვითარების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, თემატური გეგმის მიზნების შენარჩუნებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გულწრფელი ინტერესი მონტესორის განათლებისა და ჰუმანური პედაგოგიური მიდგომების მიმართ;
** 1.5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (ძალიან სასურველია);
** შემოქმედებითობა, ინიციატივის გამოჩენა და თამაშის გზით სწავლის პროცესის საინტერესოდ წარმართვის უნარი;
** მაღალი ორგანიზებულობა და თემატური გეგმის თანმიმდევრულად შესრულების უნარი;
** სასწავლო მასალების დამოუკიდებლად მოძიების, შერჩევისა და მომზადების უნარი;
** Native speakers მიენიჭებათ მნიშვნელოვანი უპირატესობა - აპლიკანტმა განაცხადში უნდა მიუთითოს მშობლიური ენა, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე.

რას გთავაზობთ:

** თბილ, პატივისცემაზე დაფუძნებულ და ბავშვზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს;
** შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ბავშვების სწავლასა და განვითარებაში;
** ნახევარ ან სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას;
** ყოველთვიურ ანაზღაურებას.

როგორ გამოგვეხმაუროთ:

გაიგეთ მეტი Montessori ELC-ის შესახებ ჩვენს Instagram გვერდზე: https://www.instagram.com/montessori.tbilisi

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: lavrovesk@gmail.com რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი თქვენს შესახებ ინფორმაცია, რელევანტური სამუშაო გამოცდილება და ენების ცოდნის დონე - როგორც მშობლიური, ასევე რუსული და ინგლისური ენების ფლობის დონე. სათაურის ველში მიუთითეთ: მონტესორის ასისტენტ-პედაგოგი (ნახევარ ან სრულ განაკვეთზე).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე