Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Plex
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
ჩვენ შესახებ: Plex ლიცენზირებული ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერია (VASP) საქართველოში, რომელიც ოპერირებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. თბილისსა და ბათუმში, Plex მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო და გამჭვირვალე კრიპტო-ფიატ გადაცვლის სერვისებს.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს ბათუმში. ამ პოზიციაზე დასაქმებული უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის მომსახურებას Plex- ის ბათუმის ფილიალებში მისული მომხმარებლებისთვის.

მოლარე-ოპერატორი (ბათუმი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა
** თავაზიანობა და პროფესიონალური ურთიერთობის დამყარების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე, 3 დასვენების დღე
სამუშაო საათები: 11:00 - 20:00 სთ
ანაზღაურება: პირველი თვე - 800 ლარი, მეორე თვიდან - 1000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: career@plex-team.com წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დასადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე