Робота для біженців з України
ოპერატორი სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი (3, 4 ან 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა);
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის ქოლ-ცენტრში შემოსულ ზარებზე პასუხი სტანდარტების მიხედვით;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებსა და კვლევებზე.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 13.12.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ოპერატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე