Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი/დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი/დისტრიბუტორი
მომწოდებელი: საზღვაო იმპერია
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
შპს "საზღვაო იმპერია" (ლუდის ხემსის, ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საბითუმო მიმწოდებელი) აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/დისტრიბუტორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

პირობები:

** სტაბილური სამუშაო განვითარებად კომპანიაში;
** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული + ბონუსი მიწოდებებზე, საწვავის ანაზღაურება);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ან 6/1 განიხილება ინდივიდუალურად

მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება საწყობიდან და მომზადება მიწოდებისთვის;
** პროდუქციის დროული მიტანა ობიექტებზე (მაღაზიები, ბარები, რესტორნები) თბილისის მასშტაბით;
** თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება, ზედნადებებთან მუშაობა;
** ანგარიშსწორება კლიენტებთან (ნაღდი/უნაღდო) და რეპორტინგი.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი ეკონომიური ან ტვირთამწე ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად);
** ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა და ნავიგაციის გამოყენების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ელფოსტა: imperiamorskaa@gmail.com

ვებსაიტი: https://maritimeempire.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე