|
დასახელება:
დაცვა
|
| მომწოდებელი:
მზიური
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში თბილისში აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ შემოსავალს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fit Pass;
** სამუშაო დღეები - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი (სამ დღეში ერთხელ).
დაცვის მოვალეობები:
** უზრუნველყოს კომპანიის ტერიტორიისა და გარე პერიმეტრის მუდმივი კონტროლი და უსაფრთხოების დაცვა;
** გააკონტროლოს კომპანიის ტერიტორიაზე შემომავალი და ტერიტორიიდან გამავალი სატრანსპორტო საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
** უზრუნველყოს დღის ბოლოს დისტრიბუციის ავტომობილებში დატვირთული პროდუქციის კონტროლი და ავტომობილების დადგენილი წესით დალუქვა;
** უზრუნველყოს კომპანიის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და პარკირების პროცესის მოწესრიგება;
** სამუშაო დღის დასრულებისა და ობიექტის დახურვის შემდეგ განახორციელოს კომპანიის შიდა და გარე სივრცეების კონტროლი;
** მუდმივად აკონტროლოს სათვალთვალო კამერების მონიტორები და საეჭვო ან უჩვეულო შემთხვევების გამოვლენისას დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სწრაფი რეაგირების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
** დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია შპს "მზიური", საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55;
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური"-ს ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|