Робота для біженців з України
რედაქტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რედაქტორის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილების რაოდენობა - 1;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
** ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის N1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის ან შესაბამის სფეროში;
** სასურველია საგამომცემლო, სარედაქციო ან ტექსტებთან მუშაობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ტექსტების დამუშავების, კორექტირებისა და რედაქტირების უნარი;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო ტექსტების (კატალოგების, მონოგრაფიების, საპროექტო, ასევე, საგამოფენო მოკლე ტექსტების) კორექტირება;
** ტექსტების ენობრივი, სტილისტური და ტექნიკური გამართვა;
** რედაქტორისთვის სარედაქციო მასალების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სამუზეუმო ტექსტების დამოუკიდებლად რედაქტირება.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება და წერითი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com.

გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე