Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ასემოდი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
კომპანია "ასემოდი", სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში (კლინიკები, სამედიცინო ცენტრები) რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
** სამედიცინო პერსონალთან და შესყიდვების პასუხისმგებელ პირებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** კომპანიის პროდუქციის (სამედიცინო სახარჯი მასალების) გაცნობა, პრეზენტაცია და პოპულარიზაცია;
** პროდუქციის დანიშნულების, მახასიათებლებისა და გამოყენების სფეროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** არსებული პარტნიორების საჭიროებების შესწავლა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** ახალი პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** ბაზრისა და კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება;
** ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
** გაყიდვების მიზნებისა და კომპანიის მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ფარმაცევტული მიმართულებით);
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის ან გაყიდვების მიმართულებით (სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაცია: მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსი;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს სამედიცინო სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@asemod.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე