Робота для біженців з України
დღე-ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღე-ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სს ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი (კვირაში 1 ან 2 ღამის სმენა)
სამუშაო საათები: დღის ცვლა 18:30-09:30, ღამის ცვლა : 19:30-09:30
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭავჭავაძის გამზირი

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** გუნდურს;
** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია, ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;

ანაზღაურება: ფიქსირებული 1100-1350 + ბონუსი
ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები: https://leadercredit.selfrecruit.ge/s/Zz8jH
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე