Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ეტერნა
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"ეტერნა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა
** კარგი საკომუნიკაციო და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
** გაყიდვებსა და მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი

სამუშაო აღწერილობა:

** მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქტის შეფუთვა კომპანიის სტანდარტის დაცვით

შესაძლებელია ნახევარ განაკვეთიანი გრაფიკიც, შესაბამისი ანაზღაურებით

სამუშაო საათები შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი:

** 10:00-22:00 (3 სამუშაო დღე, 3 დასვენების დღე)
** 10:00-16:00 (კვირაში 1 დღე დასვენება)
** 16:00-22:00 (კვირაში 1 დღე დასვენება)
** 11:00-20:00 (ნახევარი განაკვეთი. კვირაში 3 დასვენების დღე)

უპირატესობები:

** კომპანია ახლად დაფუძნებულია და კომპანიის განვითარებასთან ერთად, ახალ და უფრო მაღალი პოზიციის ვაკანსიებზე შევსება პრიორიტეტულად მოხდება არსებული თანამშრომლებისგან. კომპანიის განვითარების ნაწილი შეგიძლიათ გახდეთ თავიდანვე

ლოკაცია: თბილისი, საბურთალოს რაიონი. ქავთარაძის 1 (სითი მოლი).
ანაზღაურება: 1200 ლარი დარიცხული, ხელზე ასაღები 940 ლარი. პლიუს გაყიდვიდან ბონუსები

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/bZjeR0
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე