Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: Merco Group
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
კომპანია "მერკო გრუპი" აცხადებს მძღოლ-დისტრიბუტორის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შეკვეთების მომზადება, დაკომპლექტება და პროდუქციის მიტანა-დარიგება სამარშრუტო-სატვირთო ავტომობილით.
** საწყობებს შორის პროდუქციის გადაადგილება და ლოგისტიკური პროცესების მართვა.
** მარაგების აღრიცხვა, სისტემატური ინვენტარიზაციისა და ნაშთების კონტროლის წარმოება.
** საწყობის მოწესრიგება, სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა.
** გადაადგილებისა და მიწოდებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) გაფორმება და მოწესრიგება.
** კომპანიის სარგებლობაში არსებული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა: მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის რეალური, მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** მსგავს პოზიციაზე (საწყობი / ლოგისტიკა / დისტრიბუცია) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** თბილისის ქუჩებისა და უბნების ნორმალური ცოდნა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება.
** ფიზიკური დატვირთვისა და დინამიკურ რეჟიმში მუშაობის მზაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
** სტაბილურ ანაზღაურებას: 1, 500 ლარი (Net / ხელზე ასაღები).
** კომფორტულ სამუშაო განრიგს: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ., 1-საათიანი შესვენებით).

განაცხადის შემოტანის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@merco.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლ-დისტრიბუტორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე