|
დასახელება:
კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
არქი ჰოსფითალითი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
|
Archi Hospitality განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში.
გუნდში ვეძებთ კვებისა და სასმელების სუპერვაიზერს, რომელიც ჩაერთვება როგორც თბილისის ახალი პროექტის - ისე ბაკურიანის სასტუმროს დიალოგი კოხტას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საქმიანობაში.
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
** გაუწევ ზედამხედველობას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს;
** უზრუნველყოფ მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დაცვას;
** გაუწევ კოორდინაციას თანამშრომელთა გუნდს და გააკონტროლებ სამუშაო მოვალეობების შესრულებას;
** გააკონტროლებ სამუშაო სივრცის მოწესრიგებას, ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვას;
** გააკონტროლებ მარაგებს, შეკვეთებსა და შესაბამისი პროცედურების შესრულებას;
** მონაწილეობას მიიღებ ახალი თანამშრომლების სწავლებასა და მომსახურების სტანდარტების დანერგვაში;
** ითანამშრომლებ მენეჯმენტთან საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისა და გუნდის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს კვებისა და სასმელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სუპერვაიზერის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე;
** გაქვს გუნდის კოორდინაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
** კარგად იცნობ მომსახურების სტანდარტებსა და სტუმართან კომუნიკაციის პრინციპებს;
** შეგიძლია ეფექტურად მუშაობა დინამიკურ გარემოში;
** ფლობ ინგლისურ ენას
** მზად ხარ სეზონურად ბაკურიანში სამუშაოდ
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ ჰოსფითალითი კომპანიაში;
** საერთაშორისო პროექტში მუშაობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ბაკურიანში მუშაობის პერიოდში საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
** ორ განსხვავებულ პროექტში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 26 ნოემბერი, 2026.
გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
|
|
|
|