Робота для біженців з України
ექიმი პედიატრი საჭყუმპალაოში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი პედიატრი საჭყუმპალაოში
მომწოდებელი: ვაკის საცურაო აუზი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.

ვაკანსიის დასახელება: საჭყუმპალაოში ექიმი პედიატრი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (დღეში 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი)
ანაზღაურება: 850 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საჭყუმპალაო (საბავშვო აუზი)

** ფორმა 100-ის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა დადგენილი წესის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა
** პასუხისმგებლობიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური
** კეთილგანწყობილი/მომხმარებლებზე ორიენტირებული

თანამშრომლებს ვთავაზობთ:

** კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს;
** აუზით უფასოდ სარგებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) და სერტიფიკატის ასლი მეილზე: hr@vsp.ge

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 597810011.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე