Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: GDCC
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "GDCC LLC" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის ასორტიმენტის მართვა და კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების მართვა, რეგიონებში განაწილება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
** პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან) ინტენსიური ურთიერთობა;
** კონკურენტების მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების კონტროლი და ანალიზი;
** ყოველკვარტალურად გაყიდვების პრეზენტაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტი);
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე;
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** მოტივირებული მიზნების მიღწევაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ;
** დასვენება — შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება: 800-1200 ₾;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მობილური ტელეფონის ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@gdcc.com.ge. საგანში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება — "ბრენდ მენეჯერის ასისტენტი".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://www.gdcc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე