Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროსტილი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
კომპანია "ევროსტილი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ორიენტირებულია შედეგებზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** აქტიურობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და პროცესებში აქტიურად ჩართულობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ გაქვთ გაყიდვების სფეროში გამოცდილება, ხართ კომუნიკაბელური, ენერგიული და გსურთ აქტიურად ჩაერთოთ კომპანიის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: eurosteelgeo1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე