Робота для біженців з України
სტაჟირება კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: Travelfy
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
ტურისტული კომპანია "Travelfy" აცხადებს 2 თვიან სტაჟირებას კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება და განვითარება.

ძირითადი ფუნქცია: პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან Cold Call-ების განხორციელება და კომპანიის სერვისების შეთავაზება.

ასევე, სტაჟიორის ფუნქციებში შევა:

** ახალი კორპორაციული მომხმარებლების მოძიება და ბაზის შექმნა;
** პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება;
** დაინტერესებული კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირება;
** შეხვედრების დაგეგმვა კორპორაციული გაყიდვების გუნდისთვის;
** განხორციელებული ზარებისა და მიღებული შედეგების აღრიცხვა;
** პოტენციურ კლიენტებთან Follow-up კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების მიმართ ინტერესი;
** პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სამუშაო საათებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორაციული გაყიდვების პრაქტიკულ გამოცდილებას;
** გაყიდვებისა და Cold Calling-ის ტექნიკების შესწავლას;
** რეალურ ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას;ბიზნეს შეხვედრებისა და ბიზნეს კლიენტებთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვის შესწავლას;
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში - კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@travelfy.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე