Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: US MOBI
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
მაღაზია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარი + გაყიდვების ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (დღეში 8 საათი)
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ლოკაცია: ქ. თბილისი, გლდანი, ვეკუას ქ. #69

მოვალეობები:

** მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
** პროდუქციის დეტალური გაცნობა და სწორი კონსულტაცია
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგების, სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
** გაყიდვების პროცესის სრული წარმოება და სალარო ოპერაციების შესრულება

მოთხოვნები:

** გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გამოცდილება სავალდებულო არ არის, ადგილზე შეგასწავლით ყველაფერს!

გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე hr@usmobi.ge:

** თქვენი რეზიუმე (CV)
** თქვენი სოციალური ქსელების ბმულები (Facebook / Instagram / LinkedIn)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე