|
დასახელება:
კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
Beta Plus Agency
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
"Beta Plus Agency", რომელიც წარმოადგენს ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოების გლობალური ქსელის ნაწილს, აცხადებს ვაკანსიას კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის კოორდინატორის პოზიციაზე.
მოვალეობები
** კომუნიკაციის დამყარება პოტენციურ კვერცხუჯრედის დონორთან და სუროგატი დედის კანდიდატებთან, მათთვის პროგრამების და შესაბამისი პროცედურების გაცნობის მიზნით;
** კვერცხუჯრედის დონორის/სუროგატის დედის კანდიდატებთან მიმოწერა და ეფექტური კომუნიკაცია სოციალური მედიის საშუალებით;
** მონაცემთა ბაზის განახლება, მათი ზუსტი პროფილის დახმარებით, ასევე, მონაცემთა ბაზის ხარისხის კონტროლი;
** კრეატიული იდეების შემუშავება პოტენციური სუროგატი დედების და კვერცხუჯრედის დონორების მოძიების გზების გასაუმჯობესებლად;
** ელექტრონული ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე დროული და სწორი რეაგირება;
** კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატი დედის კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატი დედის პროფილების შექმნა და ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** მენეჯერის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
უნარები
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უნარი მომხმარებლის მიმართ;
** გაყიდვებისა და სოციალური მედიის მართვის კარგი უნარები;
** პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული, აქტიური, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
განათლება და გამოცდილება
** მომხმარებელთა მომსახურება ან გაყიდვებთან დაკავშირებული განათლება
** სასურველია საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება
კომპანია გთავაზობთ
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საბონუსე სისტემა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusnetwork.com.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: "კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის კოორდინატორი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|