|
დასახელება:
ავტოასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Autosell Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"Autosell Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტოასისტენტის პოზიციაზე!
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც უყვარს ავტომობილები და სურს გახდეს ჩვენი ახალგაზრდა, მეგობრული გუნდის წევრი!
ძირითადი მოვალეობები:
** ახლად დარეგისტრირებულ მომხმარებლებთან დაკავშირება, მომსახურების გაცნობა და შეხვედრის დროისა და ადგილის შეთანხმება;
** მომხმარებელთან შეთანხმებულ ადგილზე მისვლა;
** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის პარტნიორ სამრეცხაოში მიყვანა და რეცხვის პროცესის ორგანიზება;
** ავტომობილების ფოტო-ვიდეო გადაღება საკუთარი მობილური ტელეფონით, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და სამუშაო პროცესების მართვა კომპანიის CRM სისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა მინიმუმ 3 წლის განმავლობაში;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც სატელეფონო, ისე პირადი შეხვედრების დროს;
** გუნდურად მუშაობისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
** ავტომობილების მიმართ ინტერესი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საკუთარი სმარტფონი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხარისხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება;
** ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ფოტო-ვიდეო გადაღება ამ პოზიციის ერთ-ერთი მთავარი და ყოველდღიური მოვალეობაა.
ავტოასისტენტი ავტომობილებს საკუთარი მობილური ტელეფონით იღებს, კომპანიის მიერ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
შერჩეული კანდიდატი გაივლის შესაბამის ტრენინგს.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ხელფასი: 1200-1500 ლარი;
** ინდივიდუალური ბონუსი თითოეული გაყიდული ავტომობილიდან;
** დამატებითი გუნდური ბონუსები;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურება კომპანიის მიერ გამოყოფილი ტალონებითა და საწვავის ბარათით;
** სამუშაო პროცესების მართვა ორგანიზებული CRM სისტემის საშუალებით;
** საწყისი ტრენინგი და გუნდის მხარდაჭერა.
ჩვენი გუნდი და სამუშაო გარემო
Autosell-ში დაგხვდება ახალგაზრდა, მეგობრული და ენერგიული გუნდი, სადაც ერთმანეთის დახმარება ყოველდღიური მუშაობის ნაწილია.
ჩვენი ოფისი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისში.
სამუშაო დღის განმავლობაში, თავისუფალ დროს, შეგიძლია ოფისში ამოხვიდე, დაისვენო, დალიო ყავა და დრო გუნდთან ერთად გაატარო.
როგორ გამოგვეხმაუროთ?
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV: hr@autosell.ge და სათაურში მიუთითე "ავტოასისტენტი".
შემოუერთდი Autosell Georgia-ს გუნდს!
|
|
|
|