Робота для біженців з України
დამლაგებელი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, დღის ცენტრ "ბილიკი"-ში დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გორი, რუსთაველის ქ. N19ა

დამლაგებლის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** "საზოგადოება ბილიკის" მართვის ქვეშ მყოფი დღის ცენტრ "ბილიკის" დასუფთავება;
** ჰიგიენური საშუალებების შეძენა/მოტანა.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: უნდა ჰქონდეს დამლაგებლად მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსაზღვრულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა აუცილებლად უნდა გამოგზავნოს:

** CV ქართულ ენაზე.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** CV-ის გადარჩევა;
** გასაუბრება.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი.

საკონტაქტო პირი: ნათია თურმანიძე, ტელეფონი: 599 53 40 45

ელ.ფოსტა: Society Biliki societybiliki@gmail.com

Subject ველში მიუთითეთ - დიასახლისის ვაკანსია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე