|
დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ფექიჯინგ სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია ფექიჯინგ სერვისი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
პოზიციის მიზანი: ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს ლოჯისტიკისა და მზა პროდუქციის საწყობის მიმართულებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო პროცესების ეფექტიან დაგეგმვასა და დეპარტამენტის გამართულ მუშაობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ეფექტიანი მართვა და ტრანსპორტის ოპტიმალური გადანაწილება;
** ყოველდღიური მიწოდებების დაგეგმვა, მარშრუტების ოპტიმიზაცია და შესრულების კონტროლი;
** მზა პროდუქციის საწყობის საქმიანობის ორგანიზება და ზედამხედველობა;
** საწყობში პროდუქციის განლაგებისა და სივრცის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
** სასაწყობე ნაშთების სიზუსტისა და ინვენტარიზაციის პროცესების კონტროლი;
** წარმოების, გაყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების დროული მომზადების, დატვირთვისა და მიწოდების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესება, ხარჯების ოპტიმიზაცია და პერიოდული ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ლოჯისტიკის, ტრანსპორტის ან საწყობის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო კომპანიაში ლოჯისტიკისა და მზა პროდუქციის საწყობის მართვის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სატრანსპორტო მარშრუტების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული ცოდნა;
** სასაწყობე პროცესებისა და მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა;
** სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გამოვლენისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
უნარები და პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე: akvaratskhelia@onepoint.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
|
|
|
|