|
დასახელება:
რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
მზიური გარდენსი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება;
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
** ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking, Airbnb და სხვა);
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება;
** სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა;
** ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
** ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
** ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ დასაქმებას;
** პროფესიული და პირადი განვითარების შესაძლებლობას.
ანაზღაურება: 1, 200 დან 1, 400 ლარამდე
ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|