Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მწვანე ქვეყანა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
შპს "მწვანე ქვეყანა", მზესუმზირას მწარმოებელი კომპანია "ბილიჩკა", აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა ობიექტებში;
** ვადაგასული პროდუქციის მითვლა და დღის ბოლოს საწყობისთვის მიწოდება;
** კლიენტებისაგან მიღებული ფულის სალაროში ჩაბარება ყოველდღიურად;
** მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი დიდი დიღომი საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ.
** სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი).
** ანაზღაურება 1500 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555-043-777 ლუკა, ან გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე შემდეგი ელექტრონულ მისამართზე: Bilichka2@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე