Робота для біженців з України
ბუღალტერი|ფინანსური დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი|ფინანსური დეპარტამენტი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (განისაზღვრება გასაუბრებაზე)

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების მიღება, გადამოწმება და სისტემაში ასახვა
** ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება და სისწორის კონტროლი
** კონტრაგენტებთან ანგარიშსწორების კონტროლი და აღრიცხვა (მომწოდებლები, ქვეკონტრაქტორები, კლიენტები)
** პერიოდული შესაბამისი ფინანსური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
** ბუღალტრული სისტემის (1C ERP) მონაცემების სიზუსტის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში
** ბუღალტერიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
** სამშენებლო ან სამრეწველო კომპანიაში გამოცდილება - უპირატესობა

ტექნიკური ცოდნა:

** 1C ERP - საბუღალტრო მოდულის პრაქტიკული ცოდნა (სავალდებულო)
** MS Excel - ფორმულები, pivot ცხრილები, მონაცემთა ანალიზი (საშუალო/მაღალი დონე)

პიროვნული უნარები:

** სიზუსტე, დეტალებზე ორიენტაცია და ვადების დაცვა
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი
** კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას (ტრენინგები, ERP სისტემის სრული ათვისება)
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში
** ჯანსაღ კორპორატიულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე