|
დასახელება:
სარწყავი და სადრენაჟე სისტემის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Pool Care
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
კომპანია "PoolCare" ეძებს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტს.
გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკეთოთ საქმე, რომელიც გიყვართ. დაგხვდებათ მეგობრული სამუშაო გარემო, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საინჟინრო პროექტების მომზადება (საირიგაციო, სადრენაჟე და ჰიდროტექნიკური მიმართულებით);
** ტექნიკური დავალებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასება და პროექტირების წინაპირობების განსაზღვრა;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
** საველე გასვლებში მონაწილეობა და მონაცემების შეგროვება/დამუშავება;
** პროექტების კორექტირება მიღებული შენიშვნების საფუძველზე;
** პროექტის ეტაპობრივი ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ჰიდროტექნიკის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
** საპროექტო სამუშაოების გამოცდილება (სასურველია სარწყავი/სადრენაჟე სისტემების მიმართულებით);
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და დამუშავების უნარი.
აუცილებელი უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** მართვის მოწმობა B კატეგორია ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ ანაზღაურებას: 1000 ლარი;
სამუშაო გრაფიკს: შეთანხმებით;
საინტერესო პროექტებში მონაწილეობას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე info@poolcare.ge, სათაურის ველში მიუთითონ "სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტი".
გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ვებსაიტს: http://www.poolcare.ge
|
|
|
|