Робота для біженців з України
დამხმარე პერსონალი ჰაუსქიფინგში - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე პერსონალი ჰაუსქიფინგში
მომწოდებელი: Newport Hotel Kutaisi
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"Newport Hotel Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დამხმარე პერსონალი ჰაუსქიფინგში

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00;
** შესვენება: 2 საათი;
** კვება: ორჯერადი.
** კვირაში ერთი დღე დასვენება,
** ანაზღაურება 1200 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და სამუშაო ცვლების განაწილება;
** თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და სამუშაო დავალებების გადანაწილება;
** სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის ხარისხის კონტროლი;
** დასუფთავების პროცესის სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად მართვა;
** საოპერაციო პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა,
** თვის ბოლოს მინიბარის პროდუქციის ნაშთების დათვლა და აღრიცხვა;
** სასტუმროს ნომრებისთვის განკუთვნილი Amenities-ის (სტუმრისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებები) რაოდენობის კონტროლი და აღრიცხვა;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

აუცილებელი მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებული (Grooming) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს დასუფთავების დეპარტამენტის ეფექტურად მართვას, მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და გუნდის კოორდინირებულ მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: contact@newporthotelkutaisi.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე