Робота для біженців з України
დილის საუზმის მიმტანი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დილის საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: Newport Hotel Kutaisi
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"Newport Hotel Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დილის საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 07:00-13:00;
** შესვენება: 1 საათი;
** სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე;
** მოიცავს კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საუზმის სივრცის მომზადება სტუმრების მიღებამდე;
** სტუმრების დახვედრა და თავაზიანი მომსახურება;
** საუზმის ბუფეტის მოწესრიგება და შევსება;
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** სტუმრების საჭიროებებზე დროული რეაგირება;
** საუზმის დასრულების შემდეგ სივრცის მოწესრიგება;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

აუცილებელი მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებული გარეგნობა (Grooming) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და მომსახურების კულტურა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ განვითარების შესაძლებლობას სასტუმროს სფეროში და პროფესიულ გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღებას.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: contact@newporthotelkutaisi.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე